ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2026, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T31181 - ტენდერი სასაწყობე ფართში ელექტრო-მექანიკური სისტემების მიწოდებისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ალტრიქს ლოჯისტიკა
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 26 ივნისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 10 ივლისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპსალტრიქს ლოჯისტიკადა შპსალტატრა აცხადებენ ტენდერს სასაწყობე ფართში ელექტრო-მექანიკური სისტემების მიწოდებისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით.

1.ტენდერის საგანი:

ტენდერი მოიცავს შემდეგი სისტემების მიწოდებასა და მონტაჟს: 

  • ელექტრომომარაგების სისტემა;
  • სახანძრო დეტექციისა და შეტყობინების სისტემა;
  • შიდა განათების სისტემა;
  • ავარიული განათების სისტემა;
  • კვამლის კონტროლის სისტემა;
  • ხანძარქრობის სისტემა.  

2. სამუშაოების შესრულების ვადები 

  • სამუშაოების დაწყება აგვისტო, 2026 წელი;
  • სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადაოქტომბერი, 2026 წელი. 

3. სამუშაოების შესრულების ადგილი 

სამუშაოების შესრულების ლოკაცია: სოფელი გამარჯვება, საქართველო.

4. ფასობრივი და კომერციული წინადადების წარდგენა 

ფასების წარმოდგენის პირობები 

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასობრივი წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

  • ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში (ლარი);
  • ღირებულება უნდა მოიცავდეს სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და გადასახადს, მათ შორის დღგ-ს;
  • ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს სამუშაოების ეტაპების მიხედვით დეტალიზებული სახით;
  • ხელშეკრულების შაბლონს წარადგენს დამკვეთი;
  • გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საავანსო თანხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. 

კომერციული წინადადების სავალდებულო დანართები 

  • ხარჯთაღრიცხვა;
  • პროექტის შესრულების კალენდარული გრაფიკი. 

5. BOQ-ის შევსების მოთხოვნა 

პრეტენდენტები ვალდებულნი არიან სრულად შეავსონ დამკვეთის მიერ მომზადებული სამუშაოების მოცულობათა უწყისი (BOQ). 

6. საბოლოო ღირებულების განსაზღვრა 

ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა დაადასტუროს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა და სამუშაოების მოცულობები. საბოლოო სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების ხელმოწერისას. 

7. სავალდებულო საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია 

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: 

  • ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი;
  • გამოყენებული მასალების ხარისხისა და შესაბამისობის სერტიფიკატები;
  • კორპორატიული კლიენტების სია;
  • არანაკლებ 3 (სამი) სარეკომენდაციო წერილი, გაცემული ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში;
  • საგარანტიო პირობების აღწერა;
  • დადასტურება, რომ წინადადება ძალაში იქნება წარდგენიდან მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

8. სატენდერო პროცედურები 

  • შეფასდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები;
  • გამარჯვებულს გამოავლენს დამკვეთის მიერ შექმნილი სატენდერო კომიტეტი;
  • დამკვეთი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ ეტაპზე შეცვალოს ტენდერის ვადები ან შეწყვიტოს სატენდერო პროცესი.  

9. ელექტრონული ტენდერის პირობები 

  • სატენდერო განაცხადი უნდა აიტვირთოს პლატფორმაზე tenders.ge;
  • შეკითხვები მიიღება მხოლოდ Q&A მოდულის მეშვეობით;
  • განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადა: 10 ივლისი 2026 წელი, 17:00 საათი;
  • ვალუტა: ქართული ლარი (GEL);
  • ელექტრონული ვაჭრობა: არ გაიმართება. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 10 ივლისი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია 

შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი 

თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: info@altrix.ge
ტელ.: +995 571 77 22 11 

ტენდერის კატეგორია:

  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
შეკითხვები
მიმწოდებელი 2

ელ.გამანაწილებელ ფარებში მიმღები ავტომატები არის 4 პოლუსა, განვაფასოთ როგორც გაქვთ მოთხოვნილი, თუ შევცვალოთ 3 პოლუსა ავტომატებით?

ალტრიქს ლოჯისტიკა
ალტრიქს ლოჯისტიკა

განაფასეთ როგორც მოთხოვნილია

მიმწოდებელი 2

მოგესალმებით, გვაქვს რამოდენიმე შეკითხვა: 1. BOQ-ში სახანძრო სისტემაში მოთხოვნილია პროგრამული უზრუნველყოფა და პერსონალური კომპიუტერი. სახანძრო ვიზუალიზაციის სისტემას გულისხმობთ? 2. ნახაზებზე სამისამართო სირენებია, BOQ_ში არასამისამართო, რომლით ვიხელმძღვანელოთ ნახაზით თუ BOQ ? 3. ამ ორი საწყობის სახანძრო სისტემები ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს თუ არა ? 4. ელ.გამანაწილებელ ფარებში მიმღები ავტომატები არის 4 პოლუსა, ეგრე განვაფასოთ როგორც გაქვთ მოთხოვნილი, თუ შევცვალოთ 3 პოლუსა ავტომატებით?

მიმწოდებელი 1

გთხოვთ ასევე მოგვწეროთ შენობის საკადასტრო კოდი ჩვენც რო შევძლოთ გადამოწმება რამდენად სწორადაა დათვლილი სახანძრო ტუმბო და რეზერვუარი. ზოგადად სტატუსი OH1 არ გვხვდება საწყობებში. "Siemens or similar 37 ავტომატიზაციის მოწყობა 1 კომპლექტი" რა ავტოატიზაციაზეა საუბარი?

ალტრიქს ლოჯისტიკა
ალტრიქს ლოჯისტიკა

შენობა არ არის აშენებული, პროცესშია

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, გვაქვს ორი შეკითხვა: 1. ბოქ-ში გიწერიათ "მასალათა ჩამონათვალი არ არის სრულყოფილი, მოსაწოდებელია საოფისე სივრცის საბოლოო გეგმები" , ვანფასებთ ამ ნაწილს და რაც აკლია ტენდერის მერე გამოგვიგზავნით? 2. არის გარკვეული გადაწყვეტები რომელსაც არ ვეთანხმებით რადგან აძვირებს პროექტს, გვაქვს თუ არა უფლება ამ ვერსიის გარდა დავამუშაოთ ჩვენი ვერსია და მოვახდინოთ პრეზენტირება?

ალტრიქს ლოჯისტიკა
ალტრიქს ლოჯისტიკა

1) BOQ-ში მითითებული „პროგრამული უზრუნველყოფა და პერსონალური კომპიუტერი“ განკუთვნილია სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის ვიზუალიზაციისთვის/მონიტორინგისთვის, ანუ სისტემის მოვლენების, განგაშების, გაუმართაობების და ზონების მდგომარეობის ოპერატორის ეკრანზე ასახვისთვის. შესაბამისად, აღნიშნული პუნქტი კი, გულისხმობს სახანძრო ვიზუალიზაციის სისტემას. 2) სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა პროექტში გათვალისწინებულია სამისამართო ტიპის სისტემად, რაც აღნიშნულია ნახაზებზე. 3) ვინაიდან პროექტში ორივე საწყობისთვის ინდივიდუალურად არის მითითებული პერსონალური კომპიუტერი, პროგრამული უზრუნველყოფა და აკუმულატორების შერჩევა, თითოეული საწყობის სახანძრო სისტემა განიხილება დამოუკიდებელ სისტემად. შესაბამისად, ორივე საწყობისთვის სახანძრო სისტემა გათვალისწინებულია ინდივიდუალურად და აღნიშნული არ გულისხმობს სისტემების ერთმანეთთან გაერთიანებას. ყველამ საწყისი პროექტი უნდა განაფასოს.

ალტრიქს ლოჯისტიკა
ალტრიქს ლოჯისტიკა

1) დიახ შემდგომ დაემატება. 2) შემოგვთავაზეთ როგორც ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად ასევე მეორე ალტერნატიული შემოთავაზებაც